რუსეთი – ქართული ფეხბურთის ამომავალმა ტალანტმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო! ქართველი შემტევი მოსკოვის “დინამოსთან” მატჩში დაშავდა და ის პირველი ტაიმის ბოლოს შეცვალეს. ჯერ-ჯერობით ტრავმის სირთლე უცნობია, ჩვენ კი იემდი გვაქვს რომ ხვიჩა მალე შეძლებს მწყობრში ჩადგომას. მისმა “რუბინმა” კი არსებული ანგარიშის შენარჩუნება მოახერხა და მეტოქე 1-0 დაამარცხა, რითაც სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციამდე აღზევდა.

ავსტრია – ავსტრიის რანგით პირველ ლიგაში ოთარ კიტეიშვილის “შტურმი” პირველ ტურში გასვლაზე “სტ.პოლტენს” დაუზავდა (0-0). ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. “ვოლფსბერგერის” შემადგენლობაში წარუმატებელი დებიუტი გამოუვიდა ლუკა ლოჩოშვილის, რომელიც “ზალცბურგთან” წაგებულ მატჩში (2-0) მე-16 წუთზე გააძევეს, მეორე ქართველი მცველი გურამ გიორბელიძე განაცხადში არ იყო. იმედი გვაქვს ლუკა ამ წითლის გამო ძირითად შემადგენლობაში ადგილს არ დაკარგავს, რადგან საწყენია როდესაც გუნდის ახალწვეული სადებიუტო მატჩის სტარტზე პირდაპირ წითელ ბარათს იღებს.

შვედეთი – როგორც იქნა შვედეთის ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვა გიორგი ხარაიშვილის “გიოტებორგმა”. ხარაიშვილის გუნდმა გასვლაზე “ფალკენბერგსი” 3-1 დაამარცხა და გასავარდნ ზონას დაშორდა. ქართველი ნახევარმცველმა მინდორზე მხოლოდ 33 წუთი დაჰყო, რადგან კვარაცხელიას მსგავსად ისიც დაშავდა, თუმცა გიორგის ტრავმა შედარებით მსუბუქად მოსჩანს.

ჩეხეთი – ჩეხეთის ლიგა 1-ის მესამე ტურში გამარჯვება მოიპოვა ვახტანგ ჭანტურიშვილის “ზლინმა”. ჭანტურიშვილის გუნდმა “ბრნო” 3-1 დაამარცხა და მე-6 ადგილზე გადავიდა. 27 წლის ქართველმა სრულად ითამაშა.

ლატვია – წარმატებულ სვლას განაგრძობს ლუკა სილაგაძის “ვალმიერა”. სილაგაძემ და კამპანიამ ამჯერად “მეტტა” მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს (1-0) და მესამე საფეხური გიამყარეს. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა განვლილ მატჩში 82 წუთი ითამაშა.

თურქეთი – თურქეთის სუპერლიგაში საბა ლობჟანიძის “ანკარაგიუჯუ” შინაურ არენაზე 2-1 დამარცხდა “ერზრუმთან” და ჩემპიონატი მარცხით დაიწყო. ლობჟანიძე სათადარიგო იყო და თამაშში 84-ე წუთზე ჩაერთო.

აზერბაიჯანი – აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მერაბ გიგაურის “გაბალა” ბაქოში 3-0 განადგურდა ადგილობრივ “საბაჰთან” და კვლავაც ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება. ქართველი საყრდენი სრულად გაისარჯა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ