“რუბინსა” და “დინამო მოსკოვს” შორის, რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურის მატჩში,  ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო.

ქართველ ფეხბურთელს შეხვედრის პირველი ტაიმის მიწურულს ცხვირში მეტოქის მხარი მოხვდა.

სამწუხაროდ, ხვიჩამ ძლიერი ტკივილის გამო თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა და ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ დაზიანებამდე რამდენიმე წუთით ადრე კვარაცხელიამ მოსკოველთა კარში პენალტი გამოიმუშავა, რომელიც “რუბინმა” გოლად გარდასახა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ