19 წლის ფეხბურთელის საქმე – გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრადლებით დაკავებული “ტოიოტას ქამრის” მგზავრების სასამართლო პროცესი მცხეთის საქალაქო სასამართლში იწყება. მხარეები უკვე სხდომათა დარბაზში იმყოფებიან.

პროცესზე ადვოკატები მოითხოვენ, დაუშვებელ მტკიცებულებად ცნონ მოწმეთა ჩვენებები და მედიაში გავრცელებული ციხის ვიდეოკადრები.

პარალელურად, შესაძლოა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალი წაუყენონ გიორგი შაქარშვილის მეგობრებს, გური ამირხანაშვილსა და ვახტანგ ახვლედიანს, რომლებმაც, საქმის მოწმის, მარიამ ხატისკაცის ჩვენების თანახმად, პირველებმა გაიგეს შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, თუმცა პოლიციაში არ დარეკეს.

ვახტანგ ახვლედიანის ადვოკატი გამორიცხავს, რომ ახვლედიანის მიმართ რაიმე კვალიფიკაციით დაიწყოს გამოძიება.

“არანაირი საფუძველი იმის მტკიცების, რომ ახვლედიანმა ვინმეს აუკრძალა პოლიციაში დარეკვა , დაკონტაქტება არ არსებობს. ახვლედიანმა გამოთქვა, მოსაზრება, რომ ჯერ შეეტყობინებინდა და გადაემოწმებინა ოჯახში ხომ არ მივიდა. არანაირი საფუძველი, რომ შეუტყობინებლობით ან სხვა რაიმე კვალიფიკაციით დაიწყოს გამოძიება ამის საფუძველი არ არსებობს, მსგავს რამეს გამოვრიცხავთ” – აცხადებს ახვლედიანის ადვოკატი.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ