ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ერთ-ერთი არას­რულ­წლოვ­ნის ლ.შ.-ს ად­ვო­კა­ტის ზაქ­რო გვი­ში­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, დღეს მა­რი­ამ ხა­ტის­კაც­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მოწ­მის სა­ხით და­კი­თხვი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ვახო ახვლე­დი­ან­მა და გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა ის და­არ­წმუ­ნეს, პო­ლი­ცი­ა­ში არ და­ე­რე­კა, რად­გან და­კარ­გუ­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდე­ბო­და.

ამის შე­სა­ხებ მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

“მა­რი­ამ ხა­ტის­კაც­მა თქვა, რომ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ ლ.შ.-ს იც­ნობს, ად­რეც შეხ­ვედ­რია და შეხ­ვდა ანა გა­ბე­ჩა­ვას წინა იუ­ბი­ლე­ზე ერთი წლის წინ. და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თებს, რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ფლიქტს, ის არ­ცერთ ეპი­ზოდ­ში არ შეს­წრე­ბია და მხო­ლოდ გაშ­ვე­ლე­ბის მო­მენ­ტი და­ი­ნა­ხა, აგა­რაკ­ზე, კი­ბე­ე­ბის ეპი­ზოდ­ში.

შემ­დგომ­ში ისი­ნი წა­ვიდ­ნენ ლის­ზე, გა­ი­გო რომ ბიჭი იყო და­კარ­გუ­ლი, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი, წვე­უ­ლე­ბის ერთ-ერთი სტუ­მა­რი. მან ჩემს კი­თხვა­ზე, ჰქონ­და თუა არა სურ­ვი­ლი, რომ პო­ლი­ცი­ა­ში და­ე­რე­კა, მი­პა­სუ­ხა, რომ ძა­ლა­დო­ბით და იძუ­ლე­ბით არა, მაგ­რამ მი­მო­წე­რა ჰქონ­და ვახო ახვლე­დი­ან­თან და გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­თან, ისი­ნი ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბო­და, გა­მოჩ­ნდე­ბო­და, რა­საც უფრო თხოვ­ნის სახე ჰქონ­და – გა­მოჩ­ნდე­ბო­და და არ იყო სა­ჭი­რო პო­ლი­ცი­ა­ში და­ე­რე­კა.”

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ