“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი კაპიტანი ინგლისელი გარი ნევილი ყოფილი გუნდის სატრანსფერო პოლიტიკას განიხილავს და აღნიშნავს რომ მანკუნიანელებს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ სჭირდებათ გაძლიერება. ოლე-გუნარ სოლშერის გუნდმა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი ტრანსფერი განახორციელება და ამსტერდამის “აიაქსიდან” დონი ვან დე ბეეკი გადაიბირა. ნევილი აღნიშნავს, რომ გუნდმა აუცილებლად უნდა მოახერხოს ჯეიდონ სანჩოს ან ჯეკ გრილიშის გადაბირება. გარიმ ასევე სხვა პოზიციაზე ისაუბრა და მისი აზრით გუნდს ცენტრალური თავდამსხმელი და მარცხენა მცველი სჭირდება. ნევილი ვარაუდობს, რომ “იუნაიტედის” ხელმძღვანელობა კიდევ მოახერხებს 3-4 ტრანსფერის განხორციელებას, რადგან ეს მათ აუცილებლად სჭირდებათ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ