მარტი 29, 2024

ავტორიტეტულ ვებგვერდ “Goal.Com”-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “პსჟ”-ს ლიდერს კილიან მბაპეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ახალგაზრდა ფორვარდს ვირუსი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მედიკოსებმა ერთ-ერთ შემოწმებაზე დაუდასტურეს.

როგორც ირკვევა, მბაპეს კოვიდ 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მსუბუქ ფორმაში აქვს და ის თვითიზოლაციაში იმყოფება.

შეგახსენებთ, კორონავირუსი “პარი სენ-ჟერმენის” რამდენიმე ფეხბურთელს აქამდეც დაუდასტურდათ (ნეიმარი, დი მარია, პარადესი), თუმცა სამივე მათგანმა დაავადებასთან ბრძოლა მალევე წარმატებით დაასრულეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *