გიორგი შაქარაშვილის საქმე და ახალი გარემოებები – ტვ “პირველის” მიერ გასაჯაროებულ მასალაში დაკავებულები საკანში სხვადასხვა თემას ეხებიან.

ამავე ჩანაწერების მიხედვით, ბრალდებულები რევაზიშვილის თანასაკნელის და შემდგომში უკვე პროკურატურის ერთ-ერთი მოწმის, ჩიტიძის ოჯახის წევრების დაშინებაზე საუბრობენ ბრალდებულები თუმცა ასევე მათი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.

შეფასებებს გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით აკეთებენ საქმის ფიგურანტების ოჯახის წევრები.

ისინი ამბობენ, რომ ბრალდებულებმა ეს განცხადებები ემოციურ ფონზე გააკეთეს. ბრალდებულ ნიკა რევაზიშვილის ძმა აცხადებს, რომ პროკურატურა მათ ოჯახს მიზანმიმართულ ზიანს აყენებს.

“ეს ადამიანები ციხეში საუბრობენ საკუთარ უდანაშაულობაზე. წარმოიდგინეთ, როგორია უდანაშაულო ხარ და 17 წლით აღკვეთა გემუქრება. ყველა ცდილობს, რომ ჩვენ გაგვაბოროტონ. თუმცა ეს ასე არ მოხდება, ჩემს ძმასაც ამას მოვუწოდებ,”- განაცხადა ვახო რევაზიშვილმა.

ზ.ხ-ს მამა კი აცხადებს, რომ მირიან ნიკოლაძის ლიკვიდირებასთან დაკავშირებით არავითარი გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული და არც უფიქრია, თუმცა აცხადებს, რომ თუ საქმე იქნება არაობიექტურად გამოძიებული, ე.წ “თეთრი ისარის” წევრებმა, არ არის გამორიცხული, რამდენიმე პირის ლიკვიდირება განახორციელონ.

“თეთრმა ისარმა” მითხრა, შენ გაჩერდი და ჩვენ მივხედავთ ამ საქმესო. მე წავალ ევროპაში, აქ რაც მოხდება, მერე ნახავთ. თუ არასწორად გაასამართლეს, მერე ვნახოთ, რა მოუვათ, ხოლო თუ სწორად გაასამართლეს – მერე მე ჩავეხუტები,”- განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი, აქედან 5 პირს კი სასამართლო ჯგუფურ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში ედავება.

გუშინ კი ტვ “პირველმა” გაასაჯაროვა კადრები, გლდანის ციხიდან, სადაც შაქარაშვლის საქმეზე ბრალდებულები თანამესაკნეებს უყვებიან, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 18 ივნისის ღამეს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ