გიორგი შაქარაშვილის საქმე და ახალი გარემოებები – ტვ “პირველის” მიერ გასაჯაროებულ მასალაში დაკავებულები სხვადასხვა თემას ეხებიან.

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, რომელთან მიმართებაშიც გავრცელებულ მასალებში ბრალდებულები ანგარიშსწორებაზე საუბრობენ, მიიჩნევს, რომ ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება დაკავებულების მკვლელობაში მონაწილეობა.

“საზოგადოება დარწმუნდა, რომ ესენი არიან მკვლელები და არავინ არაფერს აბრალებს. თქვენ მოუსმინეთ, არასრულწლოვანი ზ.ხ ამბობს, რომ თითქოსდა თვითონ ეხვეწებოდა, არ სცემოთ გიორგისო და საბოლოოდ, ზუსტად ისე განვითარდა მოვლენები, როგორც ეს ცნობილი იყო. ასევე, მოუსმინეთ რევაზიშვილის შიშებს, რომ ჩანთაზე მათი დნმ არ ამოსულიყო და თითქოსდა ისინი ამით გადარჩნენ. საზოგადოება დარწმუნდა, რომ ესენი არიან ნამდვილი მკვლელები და რომ მათ აქვთ ამის პოტენციალი,”- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი, აქედან 5 პირს კი სასამართლო ჯგუფურ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში ედავება.

გუშინ ტვ “პირველმა” გაასაჯაროვა კადრები გლდანის ციხიდან, სადაც შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულები თანამესაკნეებს უყვებიან, როგორ ვითარდებოდა 18 ივნისის ღამის მოვლენები.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ