მოკლული გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

“ახლაც დაიმართეთ ისტერიკები, რომ “უდანაშაულო” ანგელოზები სხედან ციხეში.
ჩვენზე მეტად მგლოვიარეები და ობიექტურები ხომ იყავით და ახლა რევაზიშვილს და ხომასურიძეს შეეჯიბრეთ მკვლელობის დეტალების ცოდნაში, აბა, თქვენ იცით.

ფარული ჩანაწერი
________________________
რევაზიშვილი: “მე იმის მეშინოდა, ჩვენი დნმ-ი არ ამოსულიყო ჩანთაზე, თორემ პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა და აღარაფერი გვეშველებოდაო”.
არასრულწლოვანი ზ.ხ გიორგის ცემასა და მკვლელობაზე: “ვეხვეწებოდი ჩემებს დაანებეთ თავი, მაგრამ არ ჩერდებოდნენო”.
მუქარებზე, სამომავლო დანაშაულებზე და ანგარიშსწორებებზე აღარაფერს ვამბობ…
მიდით, გაათეთრეთ მკვლელები თქვე ნაგავებო, დღეის შედეგ ხმა როგორღა უნდა ამოიღოთ!” – წერს ნიკოლაძე ფეისბუქზე

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ