ესტონეთისა-საქართველოს ნაკრებების შეხვედრაში, რომელიც ჩვენი გამარჯვებით 1-0 დასრულდა, უდავოდ გამორჩეული 19 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იყო.

კვარაცხელიას კარგ თამაშს ესტონური მედიაც გამოეხმაურა, მათი აზრით საქართველოს ნაკრებმა სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელის წყალობით გაიმარჯვა.

19 წლის ფეხბურთელმა მთელი ესტონეთის ნაკრები შეარცხვინა. ყველაფერი გამოსდიოდა, რაც უნდოდა,” – წერს sport.delfi.ee.

კვრაცხელიას სტატისტიკა კი ესტონეთის წინააღმდეგ ასეთია :

– 1 საგოლე გადაცემა
– 35 ზუსტი პასი
– 70% პასების სიზუსტე
– 1 შექმნილი შანსი
– 3 დარტყმა
– 9 წარმატებული დრიბლინგი
– 1 ჩაჭრა
– 16/23 მოგებული ორთაბრძოლა

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ