ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად ესტონეთს დაუპირისპირდა.

საქართველოს ნაკრებმა თამაში კარგად დაიწყო. პირველივე წუთებიდან აქცენტი ბურთის ფლობასა და თამაშის გამწვავებაზე გააკეთეს.

32-ე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიას ფლანგური გადაცემის შემდეგ ნიკა კაჭარავამ თავით ზუსტად და ეფექტუარდ დაარტყა და ანგარიშის გახსნით ქართველი გულშემატკივრები ძალიან გაახარა 1:0.

კვარაცხელია მთელი თამაშის განმავლობაში აქტიური და უდავოდ მატჩის საუკეთესო იყო.

მეორე ნახევარში ბევრი მომენტი აღარ შექმნილა. ჩვენს მეკარეს გიორგი ლორიას 90 წუთი საქმე საერთოდ არ ჰქონია.

საქართველომ ესტონეთი 0:1 დაამარცხა, შემდეგ მატჩს კი უკვე 8 სექტემბერს, “დინამო არენაზე”, ჩრდ.მაკედონიასთან გამართავს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ