აპრილი 18, 2024

3 წლის წინ რუსეთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბურთის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც სხვა ვარსკვლავებთან ერთად მადრიდის “რეალის” ლეგენდარული ფეხბურთელი და ახლა უკვე მთავარი მწვთნელი, ზინედინ ზიდანიც დაესწრო.

ფრანგმა ლეგენდამ რუსეთთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა.

“რუსი ქომაგებისგან მუდამ ვგრძნობდი მხარდაჭერას. მთელი საფეხბურთო კარიერის დროს მათგან არაერთი გამამხნევებელი წერილი მიმიღია. ასე რომ, ყველაფერი რაც რუსეთთან ასოცირდებოდა, მიყვარს. ამ სახელმწიფოში კარგი ჩამოყალიბებული სისტემაა, მმართველობაც კარგია, ისინი ხალხზე, მსოფლიო მშვიდობაზე და ფეხბურთზეც ზრუნავენ”

“ადრე სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებდი აქ ჩამოსვლას. თუმცა, 1992 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და მას მერე ხშირად ვსტუმრობ სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვს.” – განაცხადა ზიდანმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *