საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრებს გორში უმასპინძლა და 2-0 დამარცხდა. საწყისი წუთები ისევე როგორც მთლიანი შეხვედრა ფრანგთა კარნახით მიმდინარეობდა, მაგრამ პირველ 10-15 წუთში ისინი განსაკუთრებით აქტიურობდნენ და ძელს ბურთი ორჯერ გაარტყეს, ერთხელ კი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ბრწყინვალე სეივით იხსნა ჩვენი კარგი. ტაიმის შუაწელს თამაში ოდნავ გავათანაბრეთ და მეტოქის კარისკენ ჩვენც დავარტყით. ჯერ იური ტაბატაძის დარტყმული მოხვდა ხარიხას, შემდეგ კი დავით სამურკასოვის ძლიერი გასროლა მიზანს ასცდა. პირველი ტაიმი თითქოს მშვიდად სრულდებოდა, თუმცა 37-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოსთან სტანდარტი დაინიშნა, მატეო გენდუზის ჩაწოდებას ვერავინ ვერ გამოეხმაურა და ის ფეხში ჩვენს ცენტრალური მცველს ილია ბერიაშვილს მოხვდა. ავტოგოლი და ფრანგები დაწინაურდნენ 1-0.

მეორე ტაიმში ყველა ელოდებოდა რომ ჩვენი ნაკრები შეტევაზე უფრო იფიქრებდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. ფრანგები ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევდნენ და საბოლოოდ დაგეგმილი ქულაც აიღეს. საქართველოს ნაკრები ვა-ბანკზე წასვლასაც ვერ ახერხებდა. მატჩის საბოლოო ანგარიში კომპენსირებულ დროში დაფიქსრიდა. გუგეშაშვილს პენალტის ნიშნულიდან “სელტიკის” ფორვარდმა ოდსონე ედოუარდმა გაუტანა და მატჩიც დასრულდა (2-0). სატურნირო ცხრილს უდანაკარგოდ (15 ქულა) შვეიცარია ლიდერობს, ფრანგებს 12 ქულა აქვთ. საქართველოს, სლოვაკეთსა და აზერბაიჯანს კი 6-6. უკანასკნელ პოზიციაზე ლიხშტენშტაინია 3 ქულით. მომდევნო მატჩს ვასილ მაისურაძის შეგირდები 8 სექტემბერს გასვლაზე სწორედ ლიხშტენშტაინთან გამართავს. ჩვენს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი უკვე აღარ გააჩნია.

საქართველო – საფრანგეთი  (0-2)

გოლები: ბერიაშვილი (37,საკ/კარში), ედოუარდი (90+2, პენ)

საქართველო: გუგეშაშვილი, ტაბატაძე, ბერიაშვილი (ქაფიანიძე,76), ასათიანი, ანდრონიკაშვილი, აზაროვი, კუცია (კუხიანიძე, 87), დარცმელია, სამურკასოვი (C)(მექვაბიშვილი,62), არდაზიშვილი (გულიაშვილი, 62), სპანდერაშვილი (ბუღრიძე,76)

საფრანგეთი: ლაფონტი, დაგბა, კუნდე, მაუასა (ბარდი, 79), გენდუზი, რენე-ადელაიდე (C) (დინა, 26), კაკერტი, ნორდინი (სუმარე, 72), დიაბი (მბეუმო,72), გური (ედოუარდი, 72)

მატჩისშემდგომი კომენტარები იხილეთ ლინკზე

https://www.youtube.com/watch?time_continue=13&v=RKGma1BloSo&feature=emb_title

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ