• სამ. აპრ 13th, 2021

ძალიან სამწუხარო ინფორმაცია დაადასტურეს

ტურინის “იუვენტუსის” პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო ფეხში ინფექციისგან მკურნალობას გადის.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი წერს, რომ ეროვნული ნაკრების ლიდერმა 3 სექტემბერს ვარჯიში გამოტოვა, ერთი დღით ადრე კი ინდივიდუალურად დარბაზში მუშაობდა. მიზეზი – მარჯვენა ფეხის თითში ინფექციაა. კრიშტიანოს სამკურნალოდ ანტიბიოტიკები დაუნიშნეს. ფეხბურთელის მდგომარეობას ყოველდღიურად შეაფასებენ.

ერთა ლიგის ორ სასტარტო შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრები ხორვატიისა და შვედეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

პორტუგალია ერთა ლიგის პირველი გათამაშების გამარჯვებულია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.