Angel DI MARIA of PSG during the Ligue 1 match between Paris Saint-Germain and Girondins Bordeaux at Parc des Princes on February 23, 2020 in Paris, France. (Photo by Dave Winter/Icon Sport) - Angel DI MARIA - Parc des Princes - Paris (France)

გამოცემა L’Equipe იუწყება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ვარსკვლავებს კორონავირუსი დაუდგინდათ.

ლეანდრო პარედესის, ანხელ დი მარიას და ნეიმარის ტესტებმა COVID19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა.

უშუალოდ პარიზული გრანდი სამხრეთამერიკელი ფეხბურთელების გვარების დასახელებას ერიდება და Twitter-ში წერს, რომ გუნდის სამ მოთამაშეს ინფიცირება დაუდასტურდა და ისინი შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებულ ნორმებს იცავენ.

უცნობია არგენტინელების ინფიცირების წყარო, თუმცა 28 წლის ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი იბიცაზე ისვენებდა და სავარაუდოდ კორონავირუსით სწორედ იქ ყოფნისას დაავადდა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ