• ორშ. აპრ 12th, 2021

სამწუხარო ინფორმაცია! საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემტევს ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ავსტრიული გამოცემების ინფორმაციით, გრაცის “შტურმის” ორ ფეხბურთელს ოთარ კიტეიშვილისა და ფილიპ ჰასპეკის კორონავირუსზე ტესტებმა დადებითი შედეგები აჩვენა.

მომავალი შეკრებისთვის ოთარ კიტეიშვილს ნაკრებში ვლადიმირ ვაისმა უხმო, თუმცა ვირუსის გამო იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია.

საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს სტუმრად ესტონეთს, ხოლო 8 სექტემბერს თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.