საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაციას ავსტრიული საიტი – sturmnetz.at ავრცელებს.

თავდაპირველად შევიტყვეთ, რომ ოთარს ტრავმა ჰქონდა და საქართველოს ნაკრების შეკრებაზე სწორედ ამიტომ ვერ ჩამოდიოდა. როგორც აღმოჩნდა, ნამდვილი მიზეზი კორონავირუსია.

გრაცის “შტურმის” მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ოთარ კიტეიშვილი თავს კარგად გრძნობს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ