“ვულვერჰემპტონის” ახალგაზრდა ლიდერს, ადამა ტრაორეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
24 წლის გარემარბი კარიერაში პირველად ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, თუმცა, მისი დებიუტი გაურკვეველი ვადით გადაიდო.
UEFA-ს პროტოკოლის მიხედვით, ტრაორე “ფურია როხას” 14 დღის ვადით ჩამოშორდა. უცნობია, ზუსტად როდის დაბრუნდება ფეხბურთელი მინდორზე.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო ესპანეთის ნაკრებს ასევე მიკელ ოიარსაბალიც გამოაკლდა.