გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის  ჩანთაზე უცხო პირის დნმ-ი აღმოჩნდა. გენეტიკური პროფილის  პასუხი დაკავებული პირების დნმ-ს არ ემთხვევა. საქმეში ახალი სუბიექტი ჩნდება, რომელსაც გიორგი შაქარაშვილის ჩანთასთან ჰქონდა შეხება.

ჩანთაზე 2 პირის დნმ-ი დადასტურდა. ერთი თავად გარდაცვლილ ეკუთვნის, ხოლო მეორე – უცხო პირს, რომლის იდენთიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა.

როგორც ადვოკატები ისე ექსპერტები არ გამორიცხავენ, დნმ-ი იმ პირებს ეკუთვნოდეს, ვინც ადგილზე მუშაობდა, თუნდაც მაშველებს.

დაკავებული გიორგი გაგნიძის ადვოკატები კი აცხადებენ, რომ გენეტიკური პროფილი პოლიციელებს ეკუთვნის და სწორედ მათ დადეს ჩანთა იქ, სადაც ის იპოვეს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ