“ბარსელონას” აწ უკვე ყოფილი, 32 წლის ნახევარმცველი – ივან რაკიტიჩი, “სევილიაში” დაბრუნდა.

ამ ინფორმაციას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანი ავრცელებს.
შეგახსენებთ რომ ხორვატი ნახევარმცელი “სევილიას” ღირსებას 2011-2014 წლებში იცავდა.

“ბარსელონაში” კი მისი 6 წლიანი კარიერა დასრულებულია. რაკიტიჩი კატალონიურ კლუბში 2014 წელს, სწორედ “სევილიადან” გადავიდა. 6 წლის განმავლობაში, ივანს 200 მატჩი დაუგროვდა, სადაც 25 გოლის გატანა შეძლო.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ