ლატვია – ლატვიის ჩემპიონატში ქართველი ფეხბურთელებით დახუნძლულმა “ვენტსპილსმა” გასვლაზე ბოლო წუთზე გატანილი გოლით 2-1 დაამარცხა “მეტა”. ეს გამარჯვების გოლი გიორგი მჭედლიშვილის ანგარიშზეა, რომელმაც სრულად ითამაშა. ასევე ძირითად შემადგენლობაში იყო და დამატებულ დროზე შეცვალეს გუგა ფალავანდიშვილი, გიორგი ერისთავი და გიორგი რეხვიაშვილი კი მწვრთნელმა 54-ე და 71-ე წუთებზე შეცვალა. “ვენტსპილსი” 26 ქულით მე-4 პოზიციაზეა. ჩინებულ ფორმაში გამოიყურება ლუკა სილაგაძის “ვალმიერა”. სილაგაძის გუნდმა ამჯერად 2-0 დაამარცხა “დაუგავაპილსი” და მესამე პოზიციაზე გამყარდა. გასაკვირია და ამჯერად სილაგაძე მინდორზე არ გამოჩენილა, რომელმაც უკვე არაერთხელ მოახერხა თავის გამოჩენა.

ბელგია – როგორც იქნა გამარჯვება მოიპოვა გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას “გენტმა”. ქართველთა გუნდმა ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მინიმალური ანგარიშით დაამარცხა “მეხელენი” (1-0). ჩაკვეტაძე 73-ე წუთამდე გაისარჯა, ქვილითაია კი განაცხადს მიღმა დარჩა. “გენტმა” ჩემპიონატში პირვლეი ქულები სწორედ ამ შეხვედრაში მოიპოვა და ჯერ-ჯერობით ცხრილის ქვედა ნაწილშ იმყოფება.

უნგრეთი – ძალიან მძიმე მატჩში 3 ქულის აღება მოახერხა ლაშა დვალის “ფერენცვაროშმა”. დვალის გუნდმა გასვლაზე 2-1 დაამარცხა “ზალაიგერშეგი” ანგარიშით 2-1. ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 35 წუთზე შეცვალეს იძულებით შეცვალეს. “ფერენცვაროში” უნგრეთის ახლადდაწყებულ ჩემპიონატში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა. ბუდუ ზივზივაძის გარეშე 4-1 იმარჯვა “მოლ ფეჰერვარმა”. ზივზივაძის გუნდი 5 ქულით პირველ ადგილზეა.

პოლონეთი – პოლონეთის ექსტრაკლასას მორიგ ტურში გიორგი მერებაშვილის “ვისლამ” პოზნანიდან 1 ქულის წამოღება შეძლო. მერებაშვილის გუნდი ადგილბორივ “ლეხს” დაუზავდა (2-2). ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო, მისი გუნდი კი 2 ტურში მოგროვილი 2 ქულით ცხრილის შუაში იმყოფება.

ყაზახეთი – კახა ცხადაძის “ორდაბასი” შინაურ არენაზე გათამაშეწბის მთავარ ფავორიტ “ქაირათისთან” 3-1 დამარცხდა. ცხადაძის გაწვრთნილი გუნდი 10 ქულით მე-6 ადგილზეა. შოთა გრიგალაშვილის “კიზილჟარმა” უშალო კონკურენტ “კასპიას” 1-0 მოუგო და გასავარდნ ზონას დაშორდა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მწვრთნელმა ის 90-ე წუთზე შეცვალა.

ფინეთი – ფინეთის რანგით მეორე ლიგაში ლიდერთა ჯახი შედგა, სადაც ზაქარია ბეგლარიშვილის “კოოტეპე” “იაროს” დაუხვდა დ აგუნდებმა ქულები გაიყვეს (1-1). ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს, მისი გუნდი 22 ქულით მეორე პოზიციაზეა.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ