მარტი 29, 2024

19 წლის ფეხბურთელის საქმე – გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს ოჯახი შიმშილობას აპირებს. ასევე შიმშილობას აპირებს თავად ზ.ხ.

არასრულწლოვნის მამამ, თამაზ ხომასურიძემ განაცხადა, რომ 3 დღე აპირებს შიმშილობას, მომდევნო 3 დღის შემდეგ უწყლოდ აპირებს შიმშილობას და კიდევ 3 დღის შემდეგ, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროკურატურის წინ სუიციდის მცდელობა ექნება.

თამაზ ხომასურიძეს გამოეხმაურა გიორგი შაქარაშვილის და ანი შაქარაშვილი:

„ნუ დახარჯავ თუნდაც წუთს ვიღაცისთვის იმის მტკიცებაში და ახსნაში, რასაც მისი გონება ვერასოდეს ჩაწვდება”, ამიტომ გამძლეობას გისურვებთ მანამდე, სადამდეც გეყოფათ, მაგრამ მეეჭვება დიდხანს გაგრძელდეს!

P.S შიმშილობას რაც შეეხება ისეთივე აბსურდული და დადგმული მგონია როგორებიც თქვენ ხართ, თუმცა რა შემიძლია გითხრათ ის რაც ისედაც არ იცით…“

წყარო: alia.ge/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *