ამსტერდამის “აიაქსი” ბერლინის “ჰერტას” დაუპირისპირდა.

მატჩის მიმდინარეობის დროს ერთი უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, ნიდერლანდური კლუბის ცენტრალურ მცველს, დალეი ბლინდს მინდორზე გულის შეტევა დაემართა.

გუნდის მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის განცხადებით, ამჟამად 30 წლის მცველი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ ბლინდს გულის შეტევა სტადიონზე ბოლო 1 წელში უკვე მეორედ დაემართა. უკანასკნელად მსგავსი შემთხვევა გასული წლის დეკემბერში, “ვალენსიას” წინააღმდეგ დაფიქსირდა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ