მსოფლიო ფეხბურთში კიდევ ერთი ძალიან სამწუხარო ფაქტს ჰქონდა ადგილი. ბრაზილიური “სან პაულოს” ფეხბურთელი, დანიელ ფრეიტასი მოკლული იპოვეს. პოლიციამ კი მისი მკვლელის ვინაობა მალევე დაადგინა და დააპატიმრა.

დამნაშავე 38 წლის ბიზნესმენი, ედისონ ბრიტესი გახლავთ, რომელმაც მკვლელობის მოტივი ახსნა.

“ფრეიტასი იმ ოთახში შევარდა, სადაც ჩემი ცოლი იყო, გახდა დაიწყო და ზევიდან დააჯდა. ჩემმა მეუღლემ მაშინვე დასახმარებლად ყვირილი დაიწყო.”

“მე კი როგორც, ნორმალურმა ადამიანმა, გავაკეთე ის, რასაც ყველა მამაკაცი გააკეთებდა თავისი საყვარელი ქალის დასახმარებლად.” – აცხადებს ბრიტესი.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ