დღეს, 23 აგვისტოს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშებაში პირველი ეტაპის კიდევ 5 მატჩი ჩატარდა და გაირკვა შემდეგ ეტაპზე გასული 15 გუნდის ვინაობა.

ოდიში 1919 – სამგურალი 0:1

გურია – გაგრა 0:2

მაღაროელი – რუსთავი 1:2

საბურთალო 2 – შუქურა 0:1

ზესტაფონი – ვიტ ჯორჯია 1:1 (პენალტების სერია 2:3)

საინტერესო გამოდგა ლიგა 3-ის წარმომადგენელი „საბურთალო 2-სა“ და ლიგა2-ის ლიდერის, ქობულეთის „შუქურას“ მატჩი. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ქობულეთელები 103-ე წუთზე გიორგი ჩელებაძემ პენალტით დააწინაურა. თბილისელებს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი 107-ე წუთზე ჰქონდათ, მაგრამ შოთა ნონიკაშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ, „შუქურამ” გაიმარჯვა.

განსაკუთრებით დრამატულად წარიმართა „ზესტაფონისა“ და „ვიტ ჯორჯიას“ მატჩი. ძირითადი და დამატებული დრო 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში მეტოქეებმა მხოლოდ 5 პენალტი გამოიყენეს, 9 კი გააფუჭეს, საბოლოოდ, „ვიტ ჯორჯიამ“ 3:2 მოიგო.

პირველი ეტაპის სხვა მატჩები 24 აგვისტოს გაიმართება. დღევანდელი გამარჯვებულების გარდა, პირველ სათამაში დღეს, შემდეგ ეტაპზე თამაში რამდენიმე გუნდმა გაინაღდა – ესენია „სპაერი“, „იმერეთი“, „თბილისი სითი“, საგარეჯოს „გარეჯი“, „გორი“, „ბახმარო“, „სიონი“, ზუგდიდის „დინამო“, „ვარკეთილი“ და ხობის „კოლხეთი“.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ