კატალონიური გრანდის თავდამსხმელს, ლუის სუარესს „ბარსელონას“ დატოვება არ სურს და მზად არის, რომ სათადარიგო ფეხბურთელის როლში იყოს.

„პრესიდან შევიტყვე, რომ „ბარსელონაში“ ჩემი და კიდვ რამდენიმე ფეხბურთელის გასხვისებას აპირებენ, – ციტირებს სუარესის სიტყვებს  El Pais. – კლუბში ამ საკითხზე ჯერ არავინ დამლაპარაკებია და კარგი იქნებოდა, პირდაპირ ჩემთვის ეთქვათ.

მე „ბარსელონაში“ დარჩენა მინდა და მზად ვარ, რომ სათადარიგო ფეხბურთელი ვიყო. ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან გუნდის განვითარებისთვის კონკურენცია ნორმალური პროცესია“.

სუარესის კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2021 წლის ივნისამდეა ძალაში.

გასულ სეზონში ლუის სუარესმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 21 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ