• პარ. აპრ 16th, 2021

“შვილი მეორედ მომიკლეს” – გიორგი შაქარაშვილის დედა შეუძლოდ გახდა

ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული მასალის ნახვის შემდეგ, რომელიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხებოდა, გარდაცვლილის დედა შეუძლოდ გახდა.

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის ინფორმაციით, აღნიშნული მასალის ეთერში გასვლის შემდგომ, მას გიორგის დედამ ტირილით დაურეკა და უთხრა, რომ „შვილი მეორედ მოუკლეს“:

„მე არ მინახავს სიუჟეტი. გიორგის დედამ დამირეკა ტირილით, მეორედ მომიკლეს შვილიო, მითხრა. არანაირი მოტეხილობა არ ჰქონია გიორგის. მას რაც დაზიანებები ჰქონდა, ისინი სიცოცხლისთვის საშიში არ იყო. კიდევ ყურთან დაკავშირებით რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მოჭრილი ჰქონდა, ესეც სიცრუეა. ექსპერტმა ბევრჯერ თქვა გარკვევით, რომ ეს დაზიანებები არ იძლევა რამის მტკიცების საფუძველს ამ ეტაპზე“ – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.