1954 წელს ქართველი ლეგენდა, მიხეილ მესხი პირველად გამოჩნდა დიდ ფეხბურთში. ის მალევე იქცა თბილისის “დინამოს” ლიდერად და სულ რამდენიმე წელიწადში, 1959 წელს საბჭოთა ნაკრებშიც მიიწვიეს.

როგორც ცნობილია, ქართველის ასეთი დიდი პროგრესი და წარმატება არ გამორჩენიათ ევროპაში და მალევე იმ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო გუნდმა, მადრიდის “რეალმაც” გადაწყვიტა 22 წლის ფეხბურთელის შეძენა. როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, “სამეფო კლუბი” საოცარ თანხას, ნახევარ მილიონს იხდიდა მიხეილ მესხის სანაცვლოდ, თუმცა საბოლოოდ საბჭოთა ხელისუფლების გამო აღნიშნული ტრანსფერი ჩაიშალა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ