“ტვ პირ­ვე­ლის”ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის ოქ­როს მოწ­მე გუ­რამ (გუკა) ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა და მო­ნას­ტერ­ში გაშ­ვე­ბას ითხოვს.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნით გა­მომ­ძი­ებ­ლებს წე­რი­ლი მის­წე­რა, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­გან უარი მი­ი­ღო.

რო­გორც “ტვ პირ­ვე­ლის­თვის” ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, ოქ­როს მოწ­მეს თბი­ლი­სის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს.

გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია, ვინც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ბო­ლომ ნახა. ის მა­გის­ტრა­ლის ინ­ცი­დენ­ტში თა­ვა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 19 ივ­ნისს მი­მარ­თა. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ­გან 6 არას­რულ­წლო­ვა­ნია.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ მგზავ­რე­ბის – 5 პი­რის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­ი­წყო, რაც გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრა­ლი ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს, არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს, არას­რულ­წლოვ­ნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს და­უმ­ძიმ­დათ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ