რონალდ კუმანი ბარსელონას ახალი მთავარი მწვრთნელია. ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, Barca TV-ისთან ინტერვიუში დაადასტურა. ბართომეუს თქმით, კუმანი ბარსელონას ფილოსოფიას კარგად იცნობს.

“თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კუმანი ბარსელონას გაწვრთნის.

ის კარგად იცნობს ბარსელონას ფილოსოფიას და მესისთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს

მესის კარიერის დასრულება სწორედ ბარსელონაში სურს. მასთან და მამამისთან მუდმივად ვსაუბრობ. ის ჩვენი პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია”, – განაცხადა ბარათომეუმ.

ნიდერლანდელი სპეციალისტი კატალონიურ გრანდთან კონტრაქტს 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

კუმანი 2018 წლის თებერვალში ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 57 წლის მწვრთნელმა, ეროვნულ გუნდს 20 შეხვედრაში უხელმძღვანელა, სადაც 11 შეხვედრაში “ნარინჯისფერებმა” იმარჯვეს, 5 ფრედ ითამაშეს, ხოლო 4 კი დათმეს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ