• სამ. აპრ 13th, 2021

სად გადავა მესი – 3 გუნდი ცნობილია

მას შემდგომ, რაც “ბარსელონა” მიუნხენის “ბაიერნთან” შერცხვა, 2:8, არ წყდება ჭორები იმის შესახებ, რომ ლეო მესი გუნდის დატოვებასთან ახლოსაა.

ევროპული გამოცემები ძირითადად 3 კლუბს ასახელებენ, სადაც, შესაძლოა, 32 წლის ფეხბურთელმა კარიერა გააგრძელოს.

პირველ რიგში, ყველაზე დიდი შანსი “მანჩესტერ სიტის” აქვს, რომელიც “ბარსას” მსგავსად 1/4 ფინალიდან გამოვარდა. ამ კლუბს პეპ გვარდიოლა წვრთნის, რომელსაც უკვე დიდი ხანია არგენტინელის გადაბირება სურს და ახლა საუკეთესო შანსი ეძლევა.

ასევე ბევრს საუბრობენ მილანის “ინტერის” კანდიდატურაზეც. იტალიელების ხელმძღვანელობას დიდი გეგმები აქვს გუნდთან დაკავშირებით და ამ გეგმებში ლეო მესიც შედის. როგორც ცნობილია, “ნერაძური” ნებისმიერი თანხის გადასახდელად მზადაა.

და ბოლო ვარიანტი მაიამის “ინტერია”. დევიდ ბექემი ამერიკის კონტინენტზე ევროპული გუნდების ვარსკვლავებისგან შემდგარ გუნდს აკეთებს და არ არის გამორიცხული, რომ მან ლეო მესიც მიიწვიოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.