ლატვია

ლატვიის ვირსლიგის მორიგ ტურში გიორგი ერისთავის, გიორგი რეხვიაშვილის, გუგა ფალავანდიშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის “ვენტსპილსმა” საკუთარ არენაზე “იელგავა” 5-0 გაანადგურა! ქართველთაგან მატჩში მონაწილეობა მხოლოდ რეხვიაშვილს არ მიუღია, რომელიც სათადარიგო იყო. ფალავანდიშვილმა სრულად ითამაშა და მისთვის კუთვნილი ყვითელიც მიიღ, მჭედლიშვილი მე-80 წუთზე შეცვალეს, ერისთავი კი, რომელმაც ერთი გოლის გატანა მოახერხა 63-ე წუთზე მწვრთნელმა შეცვალა. მიმდინარე სეზონში ეს გოლი მეორეა ქართველი შემტევისთვის. ქართველთა გუნდი ლატვიის ჩემპიონატში 20 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება. ლუკა სილაგაძის “ვალმიერამ” მოულოდნელად ვერ სძლია აუტსაიდერებში მყოფ “ლიეპაიას” (1-1). ქართველი ფეხბურთელი, რომელიც გამორჩეულ სეზონს ატარებს სათადარიგო იყო და მატჩში 83-ე წუთზე ჩაერთო, მისი გუნდი კი 25 ქულით მესამე ადგილზეა.

ევროპის ლიგა 

ესპანური “სევილია” კვლავ გავიდა ევროპის ლიგის ფინალშ და ეცდება ეს ტიტული ისტორიაში მეშვიდედ მოიპოვოს. ესპანელებმა ნახევარფინალურ მატჩში “მან.იუნ” 2-1 დაამარცხეს. მოგეხსენებათ, “სევილიას” საკუთრებაში იმყოფება საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია, რომელიც იჯარის წესით “ტვენტეში” თამაშობს, თუმცა ნიდერლანდურ კლუბს მალე დატოვებს და “სევილია” მას კვლავ იჯარით სხვაგან გაუშვებს. “სევილიას” მეტოქე ფინალურ მატჩში დღეს გაირკვევა, სადაც მილანის “ინტერი” დონეცკის “შახტარს” დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ “შახტარში” ჩვენი ნაკრების კიდევ ერთ წევრი დავით ხოჭოლავა ასპარეზობს.

რუსეთი

რუსეთის პირველ ლიგაში ქართველთა გუნდებმა იასპარეზეს. ირაკლი კვეკვესკირის “სკამ” ხაბაროვსკში “ვოლგარი” მიიღ და მინიმალურად დაამარცხა მეტოქე (1-0). ქართველი ფეხბურთელი რატომღაც განაცხადს მიღმა დარჩა, არადა ის გუნდის ერთ-ერთ წამყვანს ფეხბურთელად ითვლება. “სკა-ენერგია” 4 ტურის შემდეგ ცხრილში მე-9 პოზიციაზეა. მოსკოვის “სპარტაკის” დუბლები წელს რუსეთის პირველ ლიგაში საუცხოოდ ასპარეზეობენ. ახალგაზრდა მოსკოველებმა ამჯერად “აკრონს” სძლიეს (1-0). აქვე გეტყვით, რომ “სპარტაკი 2”-ის რიგებში ახალგაზრდა ქართველი შემტევი ნიკა ქუთათელაძე ასპარეზობს, რომელსაც გუშინდელ მატჩში თავის გამოსაჩენად მხოლოდ და მხოლოდ 2 წუთ დაეთმო. მერაბ ურიდიას “ნეფტეხიმიკმა” გასვლაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ურიდიას გუნდმა 1-0 დაამარცხა “ნიჟნი ნოვგოროდი”. ქართველი თავდამსხმელი სათადარიგო იყო და მინდორზე 61-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა დამატებულ წუთებზე მწვრთNელმა ის კვლავ შეცვალა. “ნეფტეხიმიკი” რუსეთის ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.

უნგრეთი 

უნგრეთის ჩემპიონატში ლუკა ლაკვეხელიანის დებიუტი შედგა. მისმა “მეზოკოვეშდმა” გასვლაზე 2-1 წააგო “დიორ ეტოსთან”. ახალგაზრდა მარცხენა მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად გაისარჯა, ლუკამ სადებიუტო მატჩში ყვითელი ბარათიც მიიღო. სასიამოვნოა, რომ მწვრთნელმა ლაკვეხელიანი პირველივე ტურში ძირითად შემადგენლობაში დააყენა და იმედი გვაქს ის ამ სეზონს სტაბილურად ჩაატარებს, რადგან ლაკვეხელიანი საქართველოს ნაკრების წევრად მოიაზრება.

ბელგია 

ბელგიის იუპერლიგაში ლუკა ზარანდიას გარეშე მეორე მატჩი წააგო “ზულტ ვარეგემმა”. ზარანდიას გუნდი ამჯერად გასვლაზე “ბეერსხოტთან” 3-1 დამარცხდა. ორი ტურის შემდეგ “ზულტ ვარეგემი” ბოლო ადგილზეა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ