„ბაიერნთან“ სამარცხვინო წაგების შემდეგ, „ბარსელონაში” სერიოზული ცვლილებები იგეგმება.

ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადებები არ ყოფილა და ყველაფერი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციის დონეზეა.

„მუნდო დეპორტივოს“ ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა ხელშეუხებლად მიიჩნევს მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს – ლიონელ მესის, ფრენკი დე იონგს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, ანსუ ფატისა და რიკი პუიგს. ყველა დანარჩენ ფეხბურთელს შეუძლია „ბარსელონას“ დატოვება.

პარალელურად, „კადენა სერმა“ დაწერა, რომ „ბარსას“ დირექტორთა საბჭო მომავალ კვირას განიხილავს კლუბის პრეზიდენტის ხოსეპ ბარტომეუს მომავალს. ის შეიძლება გადააყენონ თანამდებობიდან, ისევე, როგორც სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი, რომელიც 2:8-ის შემდეგაც იცავს კიკე სეტიენის კანდიდატურას.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ