რუსეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რომან შიროკოვმა სამოყვარულო გუნდების მატჩისას მსაჯი ნიკიტა დანჩენკო გალახა.

ჟურნალისტი დმიტრი ეგოროვი თავისი “ტვიტერით” იტყობინება, რომ შიროკოვმა არბიტრს ჯერ ხელი გაარტყა, შემდეგ კი წაქცეულს წიხლები ურტყა და დაზარალებულს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ როდესაც შემთხვევის ადგილზე ოპერატორი მივიდა, “სპარტაკის” ექსფეხბურთელმა ანდრეი ტიხონოვმა უთხრა – არ გადაიღო, სულელო.

იურისტმა ანდრეი კნიაზევმა განაცხადა, რომ მსაჯისთვის სახეში ერთი-ორი შემოლაწუნება მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელით ისჯება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ