დღევანდელი მდგომარეობით “მან.იუნ” კვლავაც ვერ ახერხებს დორტმუნდის “ბორუსიასთან” მოლაპარაკებას ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის თაობაზე. მანკუნიანელები მზად არიან 80 მილიონი ევრო გადაიხადონ, გერმანელებს კი სანჩოს სანაცვლოდ 120 მილიონის მიღება სურთ. როგორც ჩანს, სულშერი და კამპანია ნელ-ნელა იმედს კარგავს რომ სანჩოს მათ გუნდში იხილავენ და ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთვნენ. პრესაში უკვე გაიჟღერა ორმა გვარმა: პირვლეი არის მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცვლეი კინგლსი კომანი, მეორე კი “იუვენტუსის” შემტევი დუგლას კოშტა. “იუნაიტედს” კომანის ხელში ჩასაგდებად გაკრვეული ბარიერების გადალახვა მოუწევს, რადგან ის მიუნხენელებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, კოშტას შემთხვევაში კი საქმე გაცილებით მარტივადაა – იუვეს ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ განაცხადა რომ მას ბრაზილიელი არ სჭირდება და შეუძლია ახალი გუნდის მოძებნა დაიწყოს. წესით, კოშტასთვის მანჩესტერი მიმზიდველი ვარიანტი უნდა იყოს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ