მოგეხსენებათ ლონდონის “ჩელსი” ძალიან ახლოს არის გერმანელი ნახევარმცველი კაი ჰავერცის შეძენასთან. ახალგაზრდა ფეხბურთელი ლევერკუზენის “ბაიერის” ღირსებას იცავს თუმცა მისი ინგლისში ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია. ჰავერცის თანხმობა “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგაზე გასვლამ განაპირობა. მართალია, გერმანელები მოლაპარაკებებს აჭიანურებენ, მაგრამ ფეხბურთელი თამამად აცხადებს გუნდის დატოვების სურვილს.

იმ შემთხვევაში (რისი ალბათობაც ძალიან დიდია) კაი ლონდონურ გუნდში გადავა მაშინ მის პოზიცაზე ფეხბურთელთა სიმჭირდოვე იქნება და რომელიმე მათგანს გუნდის დატოვება მოუწევს. ამას ისიც ემატება რომ გუნდმა უკვე გაიფორმა “კაპციგის” ლიდერი ტიმო ვერნერი. ჩვენი ბრიტანელი კოლეგები გვთავაზობენ სამ შესაძლო ვარიანტს, საიდანაც ზოგმა შეიძლება კლუბი დატოვოს, ზოგმა კი პოზიცია შეიცვალას. მაშ ასე, დავიწოთ მათი განხილვა:

მეისონ მაუნტი ( 21 წლის)

ახალგაზრდა ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია. ფრენკს მაუნტი “დერბიშიც” ჰყავდა წაყვანილი და წლეულს მას განსაკუთრებულად ენდობოდა და თითქმის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. მაუნტს სადებიუტო სეზონისთვის მშვენიერი სტატისტიკა აქვს – 59 მატჩში 11 გოლი. ის ძირითადად შეტევის მარცხენა ფლანგზე თამაშობდა და რამდენჯერმე ფლეიმეიქერად მოუწია თამაშ. იყო შემთხვევები როცა მაუნტი საყრდენ ნახევარმცველადაც თამაშობდა, თუმცა ის ბევრად ეფექტურია შეტევის წინა ხაზში. მაგრამ, არ არის გამორიცხული ჰავერცის შეძენის შემთხვევაში ფრენკმა ის კვლავ საყრდენ ზონაში დააბრუნოს.

როს ბარკლი – ( 26 წლის )

იმის მიუხედავად, რომ ინგლისელ ნახევარმცველ სასრუველი სეზონი არ გამოუვიდა, რიგ შეხვედრებში ის გუნდს ლიდერობდა. ლამპარდმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ბარკლის დიდი პოტენციალი აქვს და ის ბოლომდე უნდა გაიხსნას მოედანზე. მაუნტის მსგავსად ნაკლებ სავარაუდოა მან ლურჯების ბანაკი დატოვოს. ის ტიპიური ათიანია და დიდი ალბათობით ფრენკი მას პოზიციას არ შეუცვლის. ბარკლის მონაგარი ამ სეზონში ასე გამოიყურება – 31 მატჩი, 5 გოლი.

ჟორჟინიო – ( 28 წლის )

ჟორჟინიო ლონდონელთა ოფილი მწვრთნელის მაურიციო სარის საყვარლეი ფეხბურთელი იყო. სეზონის წინ ლამპარდმა ის გუნდის ვიცე-კაპიტნადაც კი გამოაცხადა, თუმცა ნელ-ნელა ჟორჟინიოს რეგრესი დაიწყო და ის ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდა. თითქმის გადაწყვეტილი ამბავია რომ ის “ჩელსის” დატოვებს და სწორედ ის შეეწეირება ვერნერი-ჰავერცის ტრანსფერს. იტალიელი ნახევარმცველი შედეგიანი თამაშით არასოდეს გამოირჩეოდა და წელს მან ყველა ტურნირზე 7 გოლის გატანა მოახერხა, საიდანაც უმეტესობა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ