“პსჟსა” და “ატალანტას” 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ნეიმარ ჯუნიორი გახლდათ.

სტატისტიკურმა გამოცემებმა საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც შეხვედრაში ყველაზე მეტი დრიბლინგი ნეიმარ ჯუნიორმა განახორციელა.

კერძოდ, ბრაზილიელმა ვინგერმა 16-ჯერ შეძლო წარმატებით მეტოქის ჩამოშორება, რაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო შედეგია

გარდა ამისა, ნეიმარის წინააღმდეგ ბერგამოელებმა არც მეტი არც ნაკლები 9 ჯარიმა აიკიდეს, რაც ასევე პირველი შედეგია ჩემპიონთა ლიგაზე.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ