კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურის გახსნითი მატჩში თელავში გაიმართა კავკასიონის არენაზე.

13 წლიანი პაუზის შემდეგ დინამო თბილისი თელავს ესტუმრა.

შეხვედრის სტარტი დაძაბული აღმოჩნდა,ორივე გუნდი აქტიურობდა მაგრამ საქმე ზუსტ დარტყმამდე არ მისულა.

მატჩის პირველ ნახევარში იგრძნობოდა მოედანზე დაძაბულობა,და ორივე გუნდი ფრთხილობდა გოლი არ გაეშვათ რადგან ერთი გოლი  შესაძლოა საბედისწერო გამხდარიყო.

პირველ ნახევარიც უგოლო ფრით (0:0) დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევარი თელაველების უპირატესობით დაიწყო.იყო სახიფათო დარტყმები როგორც ერთი ისევე მეორე გუნდის კარში მაგრამ საქმე გოლამდე არ მისულა.

საბოლოოდ მატჩი თელავი- თბილისის დინამო (0:0) დასრულდა.

სატურნირო ცხრილს რაც შეეხება 10 ტურის შემდეგ თელაველების 13 ქულა აქვს და ცხრილის მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან ხოლო რაც შეეხება თბილისის დინამოს  19 ქულით ცხრილის პირველ პოზიციაზე იმყოფებიან.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ