გუშინ რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის გუნდმა იასპარეზა. აღსანიშნავია დავით ხოჭოლავას გუნდის წარმატება. მეშახტეებმა ევროპის ლიგის 1/4-ში შვეიცარიული “ბაზელი” 4-1 გაანადგურეს და ნახევარფინალში მილანის “ინტერს” დაუპირისპირდებიან. საქართველოს ნაკრების წევრს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია, თუმცა მას “ინტერთან” თამაში შეეძლება. ასევე ნახევარფინალის საგზური მოიპოვა “სევილიამაც”, რომლის საკუთრებაშიც იმყოფება გიორგი აბურჯანია და ის ესპანურ გუნდს “ტვენტეში” ჰყავს განათხოვრებული. ესპანელებმა “ვულვზი” მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხეს და ნახევარფინალში “მან.იუნ”-ს შეხვდებიან. ქართული დერბი არ შედგა რუსეთის პრემიერლის პრიველი ტურის დასკვნით მატჩში, სადაც საბა კვირკველიას “ლოკომოტივმა” 2-0 დაამარცხა ხვიჩა კვარაცხელიასა და ზუკა დავითაშვილის “რუბინი”. კვირკველია სათადარიგო იყო, კვარაცხელია კი 72-ე წუთზე სწორედ დავითაშვილმა შეცვალა. ჯანო ანანიძის, ბექა მიქელთაძისა და ნიკოლაი ყიფიანის “როტორი” ჩემპიონატის მთავარ ფავორიტ “ზენიტთან” შინ 2-0 დამარცხდა. ქართველთაგან განაცხადში მხოლოდ მიქელთაძე იყო, რომელმაც მინდორზე მხოლოდ 8 წუთი გაატარა

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ