• ოთხ. მაი 12th, 2021

ოფიციალური დასკვნა: ხევში ეს 5 ბრალდებული ჩაჰყვა, მიაყენეს მძიმე დაზიანებები და..

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილს თავდამსხმელებმა სცემეს და მდინარეში გადააგდეს.

უწყებაში ამბობენ, რომ გიორგი შაქარაშვილს და ვახტანგ ახვლედიანს დაედევნენ ვახტანგ ჩიქოვანი და არასრულწლოვნები: ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა, რომლებიც იმყოფებოდნენ აღმოსავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის მხარეს, განაგრძეს სირბილი გზის მარცხენა მხარეს არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე იმ მიზნით, რომ პირისპირ დახვედროდნენ იმავე გზაზე საპირისპირო მხრიდან გამოქცეულ პირებს და გზა გადაეღობათ მათთვის.

როგორც პროკურატურა აღნიშნავს, ახვლედიანი მეორეხარისხოვან გზაზე სირბილისას დაიმალა გზის პირად არსებულ ბუჩქებში, გიორგი შაქარაშვილმა კი განაგრძო გადაადგილება და მას გზა გადაუღობეს არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა.

“გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის – მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა”, — აღნიშნავენ პროკურატურაში.

უწყებამ 19 წლის ფეხბურთელის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალი ხუთ ადამიანს წარუდგინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.