9 აგვისტოს საქართველოს ქალთა ლიგის 2020 წლის გათამაშება დაიწყო. ასპარეზობის პირველ დღეს, 1 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა. ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა მატჩი, ბათუმში, სადაც მასპინძლებმა 14 უპასუხო გოლი გაიტანეს „მცხეთის“ კარში. ბათუმელთაგან ყველზე შედეგიანი გვანცა დოლიძე იყო. ბათუმელმა ფეხბურთელმა 6 გოლის გატანა შესძლო.

სტუმრად, ხაშურში „ივერიას“ წინააღმდეგ, დიდი ანგარიშით გაიმარჯვა თბილსის „ნიკემაც“. „ნიკე“, წინა სეზონისგან განსხვავებით ახალი შემადგენლობით წარსდგა. თბილისელთა რიგების თითქმის ყველა მოთამაშე, ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია. შესაბამისად, ამ შემადგენლობის გუნდის მიერ გატანილი 10 გოლიც, ლოგიკურია. „ნიკეს“ შემადგენლობაში, ტრავმის შემდეგ, პირველი მატჩი გამართა ეროვნული ნაკრების მეკარემ თამარ ნადირაშვილმა.

მარტივად გაიმარჯვა ახალციხეში ქუთაისის „მართვემ“. ტრავმის შემდეგ ითამაშა ლანა გორგაძემ, რომელმაც დაბრუნების შემდეგ, სამი გოლის გატანა მოახერხა.

ხობში, მეგრული დაპირისპირება ადგილობრივ „კოლხეთსა“ და „სამეგრელოს“ შორის, მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

ტურის კიდევ ორი შეხვედრა გორსა და თბილისში ფრედ დამთავრდა. გორში, ადგილობრივი „გორი იუნაიტედი“ და „ნორჩი დინამო“ დაზავდნენ. დღევანდელი დღის ბოლო შეხვედრაში კი, თბილისში, ვარკეთილში მდებარე საფეხბურთო ცენტრში, დრამატულ მატჩში, გათამაშების დებიუტანტი, „კვარტალი“, რომელიც ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „ლანჩხუთს“ დაუზავდა.

ხვალ, ქალთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართება. ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში, გათამაშების ორი დებიუტანტი, სოხუმის „დინამო“ და „თუშეთი“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ბათუმი – მცხეთა 14-0 (8-0)

ბათუმი, სტადიონი „ბაკური“

ბათუმი: ვერონიკა გაროჟანკინა, ლინდა ანთაძე, დარინა ანთაძე, მარიამ ართმელაძე, ლიკა აბაშიძე, დარინა სელიმბა (64’ ანა ტაკიძე), თაკო დოლიძე (40’ ნათია თავართქილაძე (66’ ნანა ძნელაძე), ლიზი დიასამიძე (76’ მარი მახარაძე), ანა ხავთასი, გვანცა დოლიძე, ნინი ბერიძე (53’ ხატია აბაშიძე)

მთავარი მწვრთნელი: ნიკო ბარამიძე

მცხეთა: მარიამ ნადირაშვილი, ნანი ილურიძე (53’ თამარ კანდელაკი), მარიამ ბიტიაშვილი (35’ შერაზადაშვილი ნუნუ), მარიამ მერაბაშვილი (46’ ნათია გოჩიაშვილი), თეონა გიგინეიშვილი, ელენე ახალკაცი, ანი ალავერდაშვილი (66’ ხატია ლომოური), ანა მიდელაშვილი (64’ სალომე ბარსემიანი), სალომე ბანცური (79’ თათია ნადირაშვილი), მარიამ მაკარაშვილი (17’ელენე გაბიტაშვილი), ქეთევან ჟამუტაშვილი

მთავარი მწვრთნელი: გოგი მიქელაძე

გოლები: 7’/ 11’/ 17’/ 31’/43’ / 59 დოლიძე, 13’/22’/78 ხავთასი / 19’ ბერიძე / 49’/ 50 დიასამიძე, 53’ დ. ანთაძე / 57’ თავართქილაძე

მსაჯები: ირაკლი შენგელია, ბეჟან ჩიგოგიძე, ნოდარ ლომთაძე (ყველა სამტრედია)

 

ივერია – ნიკე 0-10 (0-6)

ხაშური, ცხრა მუხას სტადიონი

ივერია: ელენე ზაალიშვილი, მედეა ძამანაშვილი, ნატო მაზიაშვილი, ლალი გორგაძე, მარი დოიჯაშვილი, ელენე ენჯიბაძე, ნინო ბუხრიკიძე, ირმა ლომიძე, მარიამ გულაშვილი, ნინო გულაშვილი, სალომე გამრეკელი

მთავარი მწვრთნელი: თემურ კობერიძე

ნიკე: თამარ ნადირაშვილი, ანა ზაქაიძე, თეონა ბაქრაძე, ნინო აბულაძე, მაიკო ბებია, ლიზი მწყერაშვილი, ანი აკობიძე, ლელა ჭიჭინაძე, ნათია სხირტლაძე (61’ მარიამ მამნიაშვილი), ანა პოღოსიანი (65’ ქრისტინე ციცვაძე), თამარ ტატუაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ტატიანა მატვეევა

გოლები: 7’ სხირტლაძე, 9’ პოღოსიანი, 23’/73’ ჭიჭინაძე, 41’ ბებია, 45’/48’ აკობიძე, 53’/68’ ბაქარძე, 66’ (ავტოგოლი) მაზიაშვილი

მსაჯები: მამუკა სადილიანი, ცოტნე სამსონიშვილი, გიორგი ლანჩავაშვილი

 

ზარზმა“ – „მართვე“ 1-5 (0-2)

ახალციხის ცენტრალური სტადიონი

ზარზმა: ეკა თაბაგარი,  თინათინ ბლუაშვილი, ნათია კურტანიძე, სალომე ლაგვილავა (65’ ნინო ზუმბაძე), ანა ბებნაძე, ანუკი ივანიძე, ნოლა ბლუაშვილი, ანი კვახაჯელიძე, თამარ მოდებაძე, სოფო დევნოსაძე (65’ ქეთი ასანიძე) , როზა ოთინაძე

მთავარი მწვრთნელი: ნანა მაისურაძე

მართვე: ვარდო ცაგურია, თეონა სტურუა, მარიამ ჟორჟოლიანი, მარიამ ხარგელია (60’ ანა ჯანელიძე), ნატა სამხარაძე (65’ ეკატერინე ჩირგაძე), ლაურა ლევერი, მარიამ შონია, ლიზი კანდელაკიშვილი, ქეთევან ცაავა, თამთა შენგელია, ლანა გორგაძე

მთავარი მწვრთნელი: პაატა დოგრაშვილი

გოლები:  15’/41’/ 62’ გორგაძე, 42’/75’ ლევერი, 56’ ოთინაძე.

გაფრთხილება: 70’ ჯანელიძე, 90’ თ. ბლუაშვილი

მსაჯები: თორნიკე ხუბულური, ერიკ მერაბიანი, ლევან ვაშაკიძე

 

გორი იუნაიტედი – ნორჩი დინამო 2-2 (1-1)

გორი, პარკი არენა

გორი იუნაიტედი: სვეტლანა გაბელაია, მაია ნასყიდაშვილი, მარიამ ბერაშვილი, ნინო ჯანეზაშვილი (83’ რუსუდან მანაგაძე), თამარ ბუდედაშვილი, იზოლდა ბეთლემიშვილი, მარიამ კილასონიძე, ნინო ფერაძე, სალომე ხუბულური, თამარ ეპიტაშვილი, ეთერ სულაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მურადაშვილი

ნორჩი დინამო: ანა ვაშაყმაძე, ნინო გურიელიძე, სალომე ანთაძე, მარიამ ჯანიკაშვილი (83’ ანი კვიცარიძე), ელენე კახნიაშვილი, ანა მოზაიძე, ნადეჟდა ნაკვეთაური, მარი ბეგიაშვილი (65’ მარინა გასუმოვა ), ეკატერინე ხანიაშვილი (65’ ჟუჟუნა ხმელიძე), ნინო ჯგუშია (90’+3 ლიკა მანუჩარიშვილი), ანი მინაძე

მთავარი მწვრთნელი: ლავრენტი დავითაშვილი

გოლები: 4’ ფერაძე, 12’ მოზაიძე, 52’ ბეგიაშვილი, 87’ სულაშვილი

გაფრთხილებები: 27’ კახნიაშვილი, 87 სულაშვილი

მსაჯები: გიორგი ხეცაძე, გიორგი ჩიხელაძე, სანდრო ნონიკაშვილი

 

კოლხეთი – სამეგრელო 2-0 (1-0)

ხობი, პ. თათარაშილის სახელობის სტადიონი

კოლხეთი: ანი ლომსაძე, ლიკა ქობალავა, მარიამ გოროზია, თამარ სვანიძე, თათია ჟიშქარიანი, სალომე თოდუა, ანა წულაია, ნატა კვირკვაია, მარიამ გაგუა, ლანა ჯიქია, მარი ჯანჯარია

მთავარი მწვრთნელი: მანუჩარ ლატარია

სამეგრელო:  ლიკა მარკოიძე, ქეთევან ქოქოლაძე (71’ ანი ქებურია), ელვინა მანჯგალაძე, ანა გაბედავა, ილონა შენგელია, მეგი ჯალაღონია, ნანა ბიგვავა, გვანცა ძოწენიძე, მეგი ქარდავა, გვანცა ქუხილავა (46’ ლიზი ცაავა), სოფო კვარაცხელია

მთავარი მწვრთნელი: პროკოფი ჯალაღონია

გოლები: 14 ჯინჯარია,  65 წულაია

გაფრთხილება: 60’ ჯანჯარია, 66’ გაბედავა

მსაჯები: ვახტანგ ბასილაია, გიორგი ქირია, თედო ჯგერენაია

კვარტალი – ლანჩხუთი 1-1 (0-0)

ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრი

კვარტალი: ინგა გასიევა, ნინო სუთიძე, ნინო პასიკაშვილი, ამალია ხანდაზიანი (65’ ირინე ქევანიშვილი), ნათია დანელია, ანასტასია ბოლქვაძე, ანა ჯოჯუა, მეგი ეჯიბია, გვანცა ქადაგიშვილი, ანი ძაძუა, ანა კირვალიძე (46’ მარი ფეროიანი)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა მანწკავა

ლანჩხუთი: თათია გაბუნია, ნინო გუჯაბიძე (83’ თამრიკო სალუქვაძე), მარიამი კალანდაძე, ნინო ჩხარტიშვილი, სოფიკო ნარსია, სალომე დიმოპულუ (65’ ნათელა წოწერია), მარიამი რომანჩუკი (56’ სალომე გასვიანი), თეონა თოდაძე, მარიამი დანელია, ია ალელიშვილი, ხატია ჭყონია

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე

გოლები: 48’ გასვიანი, 54’ ნ. დანელია

გაფრთხილება: 35’ კირვალიძე, 39’ ნ. დანელია, 52’ გუჯაბიძე, 88’ სუთიძე, 89’ თოდაძე, 90’ ბოლქვაძე

მსაჯები: ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი, მზევინარ შარაშანიძე

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ