ეროვნული ლიგა 2-ის VII ტურში ტურის ცენტრალური მატჩსი ქობულეთის “შუქურა” საკუთარ მოედანზე ბოლნინის “სიონს” დაუზავდა (1-1). მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენ ბოლნისელ ფეხბურთელებს დავუკავშირდით და შეხვედრის შეფასება ვთხოვეთ:

ჯაბა უგულავა: ” ძალიან მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ, თუმცა ვფიქრობ შეგვეძლო შინ 3 ქულითაც დავბრუნებულიყავით. გათამაშების ლიდერთან სტუმრად 1 ქულის მოპოვება დადებით შედეგაც შეგვიძლია ჩავთვალოთ. შემდეგ მატჩებში ვეცდებით თავი მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩინოთ და ჩვენი გულშემატკივრები წარმატებული თამაშით გავახაროთ. ”

თამაზ ბაბუნაძე: ” ეს თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ლიდერთან გასვლაზე ქულა მოვიპოვეთ. წინასწარ ვიცოდით რომ წინ რთული თამაში გველოდა და ამისათვის მზად ვიყავით. მეტოქე ფავორიტად მიიჩნეოდა და სწრაფი გოლიც გავუშვით, თუმცა შემდეგ ინიციატივა ჩვენს ხელთ გადმოვიდა და საბოლოოდ ანგარიშის გათანაბრებაც მოვახერხეთ. ჩემი აზრით შედეგი დამაკმაყოფილებელია. თუმცა ჩვენი მიზანი ლიგა 1-ში გადასვლაა და ვეცდებით რაც შეიძლება ნაკლებად დავკარგოთ ქულები. “

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ