ფინეთი – ფინეთის ვეიკაუსლიგაში ზურაბ ცისკარიძის “როვანიემი” საკუთარ კედლებში “მარიეჰამნისთან” დრამატულ მატჩში 3-2 დამარცხდა. ქართველმა მცველმა რომელსაც ეროვნულ გუნდში 2 მატჩში აქვს გამართლი სრულად ითამაშა და 23-ე წუთზე ანგარიში გახსნა, თუმცა მისმა გუნდმა ნანატრი გამარჯვება კვლავ ვერ მოიპოვა. ცისკარიძე და კამპანია ფინეთის რანგით პირველ ლიგაში 2 ქულით უკანასკნელ პოზიციაზე იმყოფებიან.

ბელგია – ყოველმხრივ წარუმატებელი დღე გამოდგა ბელგიაში მოასპარეზე ქართველებისთვის. გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას “გენტი” გასვლაზე “სტ.ტრუიდენთან” 2-1 დამარცხდა. ქვილითაია სათადარიგო იყო, ჩაკვეტაძეს ტრავმის გამო არ უთამაშია. ლუკა ზარანდიას “ზულტ-ვარეგემი” მინიმალური ანგარიშით 2-1 დამარცხდა “გენკისთან”. ქართველი ნახევარმცველი რომელიც ბელგიურ კლუბში დაბრუნდა განაცხადში არ იყო. ბელგიის იუპერ ლიგაში ეს პირველი ტურის შეხვედრები იყო.

შვედეთი – შვედეთის ჩემპიონატში კვლავ ვერ ახერხებს 3 ქულის მოპოვებას გიორგი ხარაიშვილის “გიოტებორგი”. ხარაიშვილის გუნდი ამჯერად “ორებროს” დაუზავდა (1-1). ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი ტრავმირებულია, მისი გუნდი კი 14 ქულით მე-11 პოზიციაზეა.

რუსეთი – ძალიან ცუდად დაიწყო ჩემპიონატი ჯემალ ტაბიძის “უფამ”. ტაბიძის გუნდი შინაურ კედლებში “კრასნოდართან” 3-0 განადგურდა. ქართველმა მცველმა ტრადიციულად 90 წუთი ითამაშა. ქართულ დერბიში გია გრიგალავას “არსენალი” გროზნოს “ახმატს” დაუზავდა (0-0). გრიგალავამ სრულად ითამაშა, “ახმატის” ახალწვეულმა გიორგი შელიამ რომელიც რუსეთის მოქალაქეა და საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილს ღიად აფიქსირებს პირველივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ