ეროვნული ლიგის მე-9 ტურში ბათუმის “დინამომ” გასვლით მატჩში საჩხერის “ჩიხურა” დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა (4-0). აჭარელთა რიგებში დუბლით ჯაბა ჯიღაური გამოირჩი, თითო გოლი კი გიორგი ნიქაბაძემ და მამუკა კობახიძემ გაიტანეს. ამ გამარჯვებით “დინამო” მეორე ადგილამდე აღზევდა, თუმცა უშაალო კონკურენტ “დილას” თავისი მატჩი ჯერ კიდევ ჩასატარებელი აქვს. აი საჩხერული გუნდი კი ამ სეზონში ძალიან უფერულად ასპარეზობს და კვლავაც ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფებიან. მომდევნო ტურში “დინამო” თბილისის “მერანს” დაუპირისპირდება, “ჩიხურა” კი “საბურთალოსთან” მოსინჯავს ძალებს.

ეროვნული ლიგა.

ჩიხურა – ბთ.დინამო  (0-4)

გოლები: ნიქაბაძე (3), კობახიძე (28), ჯიღაური (42,79)

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ