გიორგი ჩაკვეტაძემ ვარჯიში განაახლა.
შეგახსენებთ რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა დაზიანების გამო პრე-სეზონის შეხვედრები გამოტოვა, თუმცა, ტრავმა უკვე მოიშუშა და ინდივიდუალური ვარჯიშებიც დაიწყო.
როგორც ცნობილია, ჯერ-ჯერობით ჩაკვეტაძე სრული, 90 წუთის ჩასატარებლად მზად არ არის, თუმცა, დიდი ალბათობით მას იუპიერლიგის პირველ ტურში ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ ბელგიის ჩემპიონატი სტარტს 8 აგვისტოს აიღებს.