ბელგიური გამოცემების ინფორმაციით, “ზულტე ვარეგემის” ქართველი ლეგიონერი, ლუკა ზარანდია და კიდევ ერთი თანაგუნდელი გუშინ ღამით ავარიაში მოყვნენ.

წყაროს ცნობით, მექსიკელი ფეხბურთელი, ომარ გოვეა ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, რა დროსაც მეორე მანქანას დაეჯახა.

როგორც ცნობილია, ლუკას განსაკუთრებული დაზიანება არ მიუღია და უვნებლად გადარჩა, მის თანაგუნდელს კი თვალის არეში აქვს მცირედი დაზიანება. მეორე ავტომანქანაში მყოფი პირი ასევე უვნებელია.

ჯერ-ჯერობით ბელგიური კლუბი მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ