ბელგიურ პრესაში  ცნობით 2 აგვისტოს, ღამით, “ზულტე ვარეგემის” ორი ფეხბურთელი – ქართველი ლუკა ზარანდია და მექსიკელი ომარ გოვეა ავარიაში მოყვნენ. აღნიშნული შემთხვევა კლუბმაც ოფიციალურად დაადასტურა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ლუკას თანაგუნდელი საჭესთან ნასვამი იჯდა და ავარიის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ეს სახელდება, თუმცა “ზულტე ვარეგემის” ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ სანამ ოფიციალურ წერილს არ მიიღებენ პოლიციიდან, იქამდე კლუბი არაფერს მოიმოქმედებს.

 

საბედნიეროდ, ქართველი ფეხბურთელი მძიმედ არ დაზიანებულა და სერიოზული ტრავმები არ მიუღია ის თავს კარგად გრძნობს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ