• სამ. აპრ 13th, 2021

ბართომეუმ: ნეიმარის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა

“ბარსელონას” პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუმ, ნეიმარისა და ლაუტარო მარტინესის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

“ბოლო კვირების განმავლობაში “ინტერთან” ლაუტაროს ტრანსფერზე ვსაუბრობდით, მაგრამ ურთიერთშეთანხმების შედეგად, მოლაპარაკებები შეწყდა. არსებული ვითარება დიდი თანხის გადახდის საშუალებას არ იძლევა”.

“ნეიმარის გადმოსვლა? ამ მომენტისთვის ეს შეუძლებელია. “პსჟ-ს” მისი გაყიდვა არ სურს, რაც ლოგიკურია, რადგან ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. გასულ ზაფხულს მის დაბრუნებას ვცდილობდით, მაგრამ წელს ეს არც კი გვიცდია”.

“ვფიქრობ, დიდი ტრანსფერები ჯერ არ იქნება, შესაძლოა, ფეხბურთელთა გაცვლები უფრო გახშირდეს. ეს ყველა დიდ ევროპულ გუნდს ეხება. მე ვსაუბრობ სამ და ოთხ წელზე და არა – ერთ წელზე”, – განაცხადა ბართომეუმ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.