იტალიურ პრესაში სენსაციური ინფორმაცია ვრცელდება.
კარანტინის შემდეგ, „ატალანტას“ ლიდერმა, იოსიპ ილიჩიჩმა მხოლოდ 5 მატჩის ჩატარება მოასწრო და ტერფის ტრავმა მიიღო, რომლის გამოც გარკვეული პერიოდი გაუცდა. შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი პირადი მიზეზების გამო დეპრესიაში იმყოფება და თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც ვერ დაეხმარება.
ინსაიდერული ინფორმაციით, ილიჩიჩი სამშობლოში სიურპრიზად დაბრუნდა, რათა თავის ოჯახთან ერთად დრო გაეტარებინა, თუმცა იქ ჩასულმა შეიტყო, რომ მისი მეუღლე ღალატობს.
ამის გამო, ფეხბურთელი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, ფეხბურთზე ფიქრიც აღარ უნდა და იწერება, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულებაზეც კი ფიქრობს.
სლოვენიელის „ატალანტა” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში „პსჟ-ს” დაუპირისპირდება. მატჩი 12 აგვისტოს, ლისაბოში შედგება