ბარსელონას” ჩამშლელი სერხიო ბუსკეტსი ევროპის ტოპ-5 ლიგაში თავის პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელია.

ამაზე მეტყველებს რამდენიმე ფაქტი. პირველი – კატალონიელი შუახაზელი მოწინააღმდეგის შეტევას 80% შემთხვევაში შლის.

ამის გარდა, “ბლაუგრანას” აღზრდილი მეტოქის დრიბლინგს 52% შემთხვევაში აჩერებს. სხვა კომპონენტები, ესპანელის პასები საშუალოდ ერთ მატჩში:

0.7 ე.წ. მომენტის შემქმნელი გადაცემა, 3.3 ზუსტი ჩაწოდება და 0.2 ზუსტი პასი მოწინააღმდეგის საჯარიმოში. ასეთია “ლურჯ-ბროწეულისფრების” 5-იანის უნიკლაური მიღწევა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ